ფაიზერის მეორე დოზაზე მისული მოქალაქე შეცდომით სინოფარმით აცრეს

ფეისბუქ მომხმარებელი მარიამ ჭეიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ფაიზერის მეორე დოზაზე ასაცრელად მისული სინოფარმის ვაქცინით აცრეს. მან ვაქცინა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.  მარიამ ჭეიშვილი შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს და აღწერს, როგორ აღმოაჩინა აცრისას დაშვებული შეცდომა.

“ფაიზერის მეორე დოზაზე მისულს სინოფარმით ამცრეს.

ჯერ 1 საშინლად არეული და ცოცხალი რიგი დამხვდა ადგილზე მისულს, (ერთმანეთს ახტებოდა ხალხი რიგში) როცა წინასწარ დავრეგისტრირდი და ის დრო შევარჩიე რომელიც მაწყობდა (რავიცი, მუშაობს ხალხი).

ამ დროს ოთახიდან ისმის ხმა რომ დღეს მხოლოდ ფაიზერია ქალბატონო, სხვა აცრა დღეს არ გვაქვს.

მერე მეორე ძლივს მოხუც ექიმთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ მივედი ექთანთან, უსაყვარლესი ქალი იყო, ძაან შინაურულად ლაპარაკობდა და მეთქი თბილისში გავიგე რომ აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი აი ნახე, თუ გინდა გადაიღეო, მანახა ფლაკონი გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია, ვეკითხები რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე ფაიზერი-მეთქი და არა ეს არის ფაიზერიო, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, სინოფარმი ორშაბათს და ოთხშაბათს არისო და დღეს პარასკევია და გავჩერდი (აი აქ იყო ჩემი შეცდომა რომ დავეთანხმე, თუმცა რამდენი ასე ვინმეს რამეში ჩავეძიე იმდენი მე გამოვდივარ მტყუანი, მე ვარ სწერვა და არავის უყვარს ასე ჩაძიებები და მაგის თავი გააააააქვს ?).

აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი აი მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო, თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აქაც ჩინურად აწერია ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვიხრი წარბს, რადგან ზოგადად ადამიანებს ვენდობი : ) აქაც ვკითხე აი ეს აწერია მეთქი და არაო ესააო რა და გავჩერდი. ამასობაში ჩემს მერე ვიღაც კაცი შევიდა და იმანაც იკითხა ხო ფაიზერიაო და კიო ექიმმაც და ექთანმაც, დღეს ფაიზერის დღეაო.

გამოვედი მოსაცდელში და ამასობაში ვკითხულობ აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). ბეიჯინგის ინსტიტუტი აწარმოებს სინოფარმსო. შევუვარდი იმ ქალს ავტეხე ერთი ამბავი. მე და ეს კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ.
მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა (სავარაუდოდ ეგ იყო ამოღებული, არ ვიცი შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ყველას სინოფარმით ცრიდნენ და ფაიზერს უწერდნენ).

ფაიზერის დოზა არის 0,3 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე, სინოფარმის დოზა არის 0,5 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე. მე ამიცრეს 0,3 სინოფარმი. ანუ არევაც რომ იყოს შესაძლებელი მეორე აცრა სრულად არ ითვლება.

ჯანდაცვაში დარეკეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 2 კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულიო. თუ არადა ისიც არ იციან ალბათ რას იზამენ.

დირექტორმა, მამუკა იოსელიანმა პირველ ადგილზე დავაყენებ ამ საქმეს და თითქოს ჩემი პირადი იყოს ისე მივხედავო, იმნაძესაც დავურეკავო, ავაწრიალე ყველაო.

პირველ რიგში, არის ჯანდაცვის სისტემის ბრალი, რადგან წესიერად ექიმები/ექთნები ვერ გადაუმზადებიათ და ვერ დაამახსოვრებინეს რომ ფაიზერის ვაქცინის დროს ფაიზერი უნდა ეწეროს ფლაკონს და სინოფარმის დროს რაღაც ჩინური იეროგლიფები.
ასევე ჯანდაცვის სისტემის ბრალია ის, რომ ჩემი გარდაცვლილი ბებია უფრო ყურადღებიანია ვიდრე ის მოხუცი ექიმი ქალბატონი.

კიდევ ის, რომ ამხელა კლინიკაში 1 ექიმი და 1 ექთანი ცრის და თანაც ასეთი “ყურადღებიანი”.
მაგრად მიკვირს ისეთი ექიმების ხელში, გოგოები მხოლოდ იმიტომ რომ აბარებდნენ სამედიცინოზე, რომ თეთრხალათიანი სარძლო კარგი სარძლოა, საერთოდ ცოცხლები როგორ ვართ“– წერს შეცდომით აცრილი მოქალაქე.

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ”- მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" - ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ,  საზოგადოებრივ...

ენმ-ის ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს – მდინარაძე დმანისზე

" ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების...

რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

"რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი...

ენმ ითხოვს, დმანისის ინციდენტის გამო, “ოცნების” კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის...

შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი – ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი 2 პირის დაჭრაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრას ეხმიანება ოცნების დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და...

სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ – ნიკა მელია დმანისის ინციდენტზე

''სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ"- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში...

ზვიადაძემ ჩუბინიძეს სთხოვა, კანონიერი ქურდი ქვეყანაში 10 დღით შემოეშვა – ფაილები

სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო...

ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...