ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია

ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისში ახლახანს დაეშვა.

“აშშ-ის საელჩო თბილისში მოხარულია გაცნობოთ კოვიდ-19-ის ვაქცინის, „ფაიზერის” 500 000 დოზის ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შაბათს, 24 ივლისს, 00:40 საათზე.

ეს არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა 14 ივლისს შემოვიდა. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან.