ფანატიკოსი ადამიანების შიმშილის გამო ვერ გათავისუფლდება – წილოსანი სააკაშვილზე

ფანატიკოსი ადამიანების შიმშილის გამო ვერ გათავისუფლდება  – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

”ენმ-ში შიდა პარტიული კრიზისია და ისინი ვერ კონცენტრირდებიან და ერთიანდებიან იმ ყველაზე უღირსი მიზნის გარდა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავე ადამიანის ციხიდან დახსნა. თავის დროზე შიმშილობას არ ჰქონდა არანაირი გავლენა სახელმწიფოს მხრიდან კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ის ვერ იქნება გათავისუფლებული მხოლოდ იმიტომ, რომ ფანატიკოსი ადამიანები იწყებენ მის გამო შიმშილს.” – ამბობს წილოსანი.