ფარცხალაძემ შვილს 12 უძრავი ქონება, დაჩქარებული წესით, 1 დღეში გადაუფორმა

უძრავი ქონების რეესტრში 20 სექტემბერს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ შვილზე ქონების გადაფორმება დაიწყო. ქონების გადაფორმება ჩუქების საფუძველზე, დაჩქარებული წესით განხორციელდა, რაშიც ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა – თითოში.

  1. ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა – 90.69 კვადრატი;
  2. ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა – 38 კვადრატი;
  3. ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) – 77.51 კვადრატი;
  4. კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა – 143.25 კვადრატი;
  5. კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა – 336.24 კვადრატი;
  6. კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა – 101.31 კვადრატი;
  7. კომერციულიფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე – 204.16 კვადრატი;
  8. სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა – 25.28 კვადრატი;
  9. სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა – 26.04 კვადრატი;
  10. სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი – 1030.00 კვადრატი;
  11. სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი – 1001 კვადრატი;
  12. სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი – 2058.00 კვადრატი. ამ მიწის ფართობზე ფარცხალაძის ეკლესიაც დგას.