ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა ფაქტობრივად დატოვებული აქვთ – კაპანაძე

“ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა ფაქტობრივად დატოვებული აქვთ “- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ფასილიტატორ ელჩებს მოლაპარაკების მაგიდა „ფაქტობრივად უკვე დატოვებული აქვთ“, რადგან „ქართული ოცნების“ მიზეზით, მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გრძელდება.

„გამოსავალი არცერთ ცალკე აღებულ სტრატეგიაში არ არის, არამედ არის სტრატეგიებისა და სხვადასხვა ნაბიჯების ერთობლიობაში და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე ერთი სტრატეგიით შემოვიფარგლოთ, მაგალითად, მარტო დაუმორჩილებლობით. ჩვენი სტრატეგია რამდენიმე ნაწილისგან შედგება: პირველი, ეს არის, მათ შორის, მწვავე პროტესტი ქუჩაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ, ხშირად მოლოდინი იქმნება ხოლმე, რომ ქუჩის პროტესტი იქნება და ამით შეიცვლება ყველაფერი. არა, ასე არ იქნება, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროტესტის.

მეორე, ეს იქნება აქტიური კონტაქტი საზოგადოებასთან და ხალხთან იმის ასახსნელად, რატომ არის დღევანდელი სტატუს- ქვო პრობლემატური, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლების უზურპირება მოახდინა და სადამდე შეიძლება ეს მივიდეს ქვეყნისთვის. მოსახლეობას ეს კარგად ესმის, მაგრამ ჩვენც უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ და ვაპირებთ ეს გავაკეთოთ, მათ შორის, კარდაკარით, მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებით, რომ ეს კარგად გაიგოს ყველამ. მათ შორის, მედიის გამოყენება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა და ასევე, სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში რა პროტესტიც გაჩნდება, ამ პროტესტის მხარდაჭერა შედის სტრატეგიაში.

არ გამოვიყენებთ მხოლოდ პარლამენტს და სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ისეა მოწყობილი, გამარჯვებულს რომ ყველაფერი მიაქვს, ისეთი მოდელი გვაქვს. პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას მარტო ერთადერთი ფუნქცია აქვს, რომ ტრიბუნად გამოიყენოს. ოპონირებას სხვაგანაც შევძლებთ. სამი თვეა არ ვმონაწილეობთ საპარლამენტო ცხოვრებაში, ოპოზიციური ხმა დაიკარგა ქვეყანაში ? ანუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ოპოზიციას რა გზავნილის გაჟღერებაც უნდა, ის არ მიდის საზოგადოებამდე? არა, ბუნებრივია, მედიასაშუალებები ჯერ კიდევ იძლევა საშუალებას, რომ ეს მედიუმი იქნას გამოყენებული, არსებობს სოციალური მედია, არსებობს უშუალო მუშაობა საზოგადოებასთან, პარლამენტიდან იქნება ეს განცხადება გაკეთებული თუ ამ ეთერიდან, ამას დიდი მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში, არ აქვს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ.."-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა...

თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში...

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო