სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება და 9 მაისს “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესამსახურში ადასტურებენ.