ფეისბუქზე ათეულობით ქართველი ქალი წერს მამაკაცის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე მათ ატყუებდა და ძალადობდა

ფეისბუქში ვრცელდება მამაკაცის ფოტო, რომელზეც ათეულობით ქალი წერს, რომ მათზე იძალადა, მოტყუებით სცადა სხვადასხვა ადგილებზე წაეყვანა და სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა. ამ თემაზე საუბარი როგორც ირკვევა დახურულ ჯგუფებში დაიწყო, შემდეგ კი სხვადასხვა ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა. თითქმის ყველგან, სადაც ეს ინფორმაცია და ფოტო გავრცელდა გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც ყვებიან, რომ წლების მანძილზე ის ძირითადად თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებში მათ რეჟისორად ეცნობოდა, რომელსაც გოგონა ფილმში გადასაღებად მოეწონა, სხვადასხვა წინადადებებს სთავაზობდა და “კინოსტუდიაში“, ან ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში იბარებდა. ბევრი ქალი წერს, რომ ამ მამაკაცმა მასაც შესთავაზა მსგავსი წინადადება, თუმცა არ დათანხმდა და გადარჩა. ვრცელდება ამ მამაკაცის სახელი და გვარიც – თამაზ ათანელი.

ერთ–ერთი ფეისბუქ გვერდი წერს:

“SOS! თამაზ ათანელი!
ერთ-ერთ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ქალები საუბრობენ ღიად, ზოგჯერ ანონიმურადაც, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ 50-მდე ქალი ერთიდაიგივე კაცის-თამაზ ათანელის მსხვერპლია, 2010 წლიდან დღემდე. ეს ადამიანი დგას თბილისის ცენტრალურ უბნებში, აჩერებს გოგონებს (რომლებიც შვილიშვილად ერგებიან) სთავაზობს როლს ფილმში და მსუყე ჰონორარს, მეტი დამაჯერებლობისთვის ვითომ ტელეფონზე ურეკავენ ცნობილი მსახიობები. ახსენებს ყველა ცნობილ და წარმატებულ ადამიანს, სპონსორად მოიხსენიებს ბიზნესმენებს. ამ კაცს ამდენი წლის მანძილზე, მოტყუებთ მიჰყავს სხვადასხვა ადგილას გოგოები, ძალის გამოყენებით ამყარებით იძულებით ფიზიკურ კავშირს, საბედნიეროდ კომენტარებიდან გამომდინარე, რამდენიმე გამოიქცა, რამდენიმემ ახლობელი გაიყოლა, ზოგი გამოხედვაზეც კი მიუხვდა ჩანაფიქრს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი გოგო გააუპატიურა, დაუმახინჯა ფსიქიკა, ჯანმრთელობა და თვითონ თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას.
„ერთ დღეს როცა უნივერსიტეტიდან მოვდიოდი,(9 წლის წინ) რუსთაველზე ერთი კაცი მომიახლოვდა, კარგად ჩაცმული და სერიოზული, ასაკიანიც, მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვარ, იღებს ფილმს (ჩამომითვალა სპონსორები და მსახიობები) მომიყვა მთელი სცენა, მითხრა ნინიკოს როლი უნდა ითამაშოვო, 10 000 დოლარია ჰონორარიო:)) ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, თითოეული დეტალი, მოკლედ დავუჯერე, ნომერი მივეცი და შევუთანხმდი შეხვედრაზე. სრულწლოვანი ვიყავი, 20 წლის, მაგრამ რავიცი რატომ ვერ მივხვდი მის განზრახვას. მოკლედ ე.წ მეორე შეხვედრისას სადაც უნდა გადმოეცა ჩემი ტექსტი , ძალა იხმარა, მცემა. მემუქრებიდა ხმა არ ამოიღოვო. წამოსცდა 14 წლის გოგოებს ვჟიმავ და შენ რას წივიხარო. მოკლედ ძალა იხმარა და გამაუპატიურა. მას მერე დღე არ გავა მასზე არ ვიფიქრო, ქუჩაში მეშინია სიარული, მსგავს თემატიკაზე წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას ისევ ის გრძნობები მაქვს, ვკარგავ ხელ-ფეხში გრძნობას, ყელში ბურთი მეჩხირება, თითქოს ძალიან ცხელ წყალს მასხამენ თავზე, გულის რევის შეგრძნება მეუფლება… ის ისევ თავისუფალია, რადგან რამდენიმე ხნის წინ კაფეში დავინახე ძალიან პატარა გოგოსთან ერთად. ალბათ მომავალ მსხვერპლთან. ეს კაცი იყო თამაზ ათანელი. „ – ჰყვება ერთ-ერთი მისი მსხვერპლი.
ეს და კიდევ მრავალი სხვა პოსტი მოჰყვა ამ თემას, გოგონები ყვებოდნენ როგორ აჩერებდა, როგორ ესაუბრებოდა, ყველაფერი თითმის იგივეა, სცენა, ფილმი, ნინიკოს როლი, რამდენიმეს ცინცაძის სახელითაც გაეცნო. თითქმის ყველასთან ამბობდა რომ ყოფილი მოცეკვავეა, ზოგთან მაკა ასათიანის პირველი კაცობაც კი უხსენებია. ყველამ ზუსტად აღწერა მისი ნაკვთები და შეღებილი თმა, ხმის ტემბრი.
მეგობრებო გთხოვთ იცნობდეთ ამ ადამიანს, იცოდეთ რა საფრთხის წინაშე ხართ, მესმის ძალიან რთულია ღიად ისაუბრო ამ ქვეყანაში გაუპატიურებაზრე, სადაც ისევ ქალს დასდებენ ბრალს, ალბათ გამომწვევად გეცვა, როგორ დაიჯერე, როგორ ვერ გამოიქეცი, ვისაც არ უნდა არ აუპატიურებენ და სხვა, მაგრამ იმედს ვიტოვებ ოდესმე გაბედავენ გოგონები და სარჩელით მიმართავენ პოლიციას.
p.s: სახელი, გვარი და ფოტო რეალურია, რადგან ამოიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა.“– წერია ფეისბუქ გვერდზე. 

ეს ინფორმაცია სხვადასხვა გვერდებზე გაზიარდა და უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ქალების, რომლებმაც მამაკაცი იცნეს.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, ავტორების მითითების გარეშე:

  • “19 წლის წინ, 19 წლის ვიყავი, თავისუფლებაზე, ალექსანდროვის ბაღთან გამაჩერა. ერთ პატარა მსახიობს გავხარ და მისი სტუდენტობა მინდა ითამაშოო. კინოს სახლთან დამიბარა. ახლა სასაცილოდ არ მეყოფოდა, მაგრამ მაშინ ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. კიდევ კარგი, მარტო არ მივედი. შეიძლება სადმე იდგა და რომ დაგვინახა, ვეღარ მოვიდა. კინოს სახლში კი მითხრეს, ცინცაძის სახელით ვიღაც მაიმუნობსო. მივხვდით, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ არ მეგონა, ასეთ საშინელებებს თუ ბედავდა. 😰 მას შემდეგ არაფერი გამიგია და არც მინახავს ეს კაცი. ვერც წარმოვიდგენდი, დღემდე თუ ამას აკეთებს. 19 წლის წინ სხვანაირად გამოიყურებოდა, მაგრამ ფოტო მეცნო და ის, რასაც გოგონებს უყვება. შოკში ვარ“.

 

  • “როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი , ჭავჭავაძეზე ყოველ დღე დადიოდა და ერთხელ პარკინგზე მანქანაზე დამიტოვა ნომერი, რათქმაუნდა მოვისროლე ეს ნომერი, მეორე დღეს დილით დამხვდა და ძაან მოწიწებით მთხოვა მასთან ერთად ყავა დამელია 😤 რათქმაუნდა ეგრევე თავის ადგილი მივუჩინე 😤😤 იმის მერე აღარც მესალმებოდა,როგორ არცერთმა გოგომ არ უჩივლა ვერ ვიგებ? ნუ ეტყოდნენ სხვებს წასულიყვნენ პირდაპირ პოლიციაში“.

 

  • “ეს კაცი მეც მახსოვს 17 წლის წინ პუშკინის ქუჩაზე გაჩერებასთან ცინცაძის გვარით გამეცნო, რეჟისორი ვარ და ფილმს ვიღებო ასე მითხრა და ვითომ მთავარი როლისთვის მოვეწონე, მე უარით გავისტუმრე, არაფრით არ მეშვებოდა, მე ცინცაძის გვარზე მქონდა ანტი რეაქცია( ვისაც ვიცნობ ყველა დარტყმულია და ისიც მასეთად მოვიაზრე). მოკლედ მე გადავრჩი, ამას ეხლა მივხვდი.ეგ ნაძირალა, როგორ არავინ იძია შური.“

 

  • რეალურია ეს არაადამიანი. 2000 წელს შემხვდა ფილარმონიასთან. 17 წლის ვიყავი. როლისთვის მომეწონეო და ვაკის პარკში წასვლას მთავაზობდა სცენარის მოსაყოლად. რაღაც არ მომეწონა და არ გავყევი. არადა ისეთი შტერი ვიყავი, ძალიან უცნაურია რომ გადავრჩი. რადგან არ გავყევი, კინოსტუდიაში დამიბარა მეორე დღეს, სადაც დედასთან ერთად წავედი და რა თქმა უნდა, არანაირი ცინცაძე იქ არ დაგვხვდა. ფუ…

 

  • “მეც მქონდა მსგავსი ისტორია სტუდენტობის დროს , ვაკეში ვიყავი თუარ ვცდები, ნომერს მთხოვდა და გავერიდე ; ეს კაცი იყო თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ძაან იმოქმედა ამ პოსტმა ჩემზე.“

 

  • “16-17 წლის ვიქნებოდი, ერთმა ტიპმა გამაჩერა ჭავჭავაძეზე, ფილმში გადაღება შემომთავაზა, ტელეფონი მთხოვა, დიღომში კინოსტუდიასთან შევხვდეთო, პატარა კი ვიყავი, მაგრამ კაი გაიძვერა ბავშვი ვიყავი, მივიხვდი, მაშინ არც პატრული არსებობდა, თორემ იმას გავუშვებდი ასე მარტივად? შანსი არაა. ეს იყო თუ არა, არ მახსოვს.“
  • ეს იქნებოდა, ზუსტად ჭავჭავაძეზე მეც იგივენაირად ყველაფერი.
  • ეს იქნებოდა.ჭავჭავაძეზე შემხვდა მეც ზუსტად იგივე ტექსტით..
  • ჩემს დაქალსაც შესთავაზეს როლი რაც ზემოთ წერია ზუსტად მაგ სქემით 2012სკენ. რეალური და გამოსაძიებელი ამბავია.

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა,...

ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს სტუდიაში, მოაწყვეს – ხაზარაძე ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

"ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს."- ასე პასუხობს  “ლელოს” თავჯდომარე მამუკა...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?! – ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?!  არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე...

საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

"საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ "- ამის შესახებ ალერგოლოგმა...

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში...

ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

"მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში "- ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების"...

სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

"სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა...

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

"სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას " - ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო