ფეისბუქი ოკუპანტების მიმართ სიძულვილის ენას ნაწილობრივ დასაშვებად აცხადებს

ფეისბუქის და ინსტაგრამის მმართველმა კომპანია Meta-მ რუსეთ–უკრაინის ომის გამო დროებით და ლოკალურად მოხსნა შეზღუდვები სიძულვილის ენაზე.

მაგალითად, თუ ადრე აკრძალული იყო ფრაზა: “სიკვდილი რუს ოკუპანტებს“, ახლა ის ნებადართულია.

თუმცა, ამავე დროს კომპანია აცხადებს, რომ კვლავ დაიბლოკება მოწოდებები ზოგადად რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ძალადობისკენ.

ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში ნებადართულია პოსტები, რომლებიც რუსეთის და ბელორუსის პრეზიდენტებს სიკვდილს უსურვებენ.

ეს პოლიტიკა სავარაუდოდ იმოქმედებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ესტონეთში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სლოვაკეთში და უკრაინაში.