„ამ დღეებში იყო გარკვეული სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რაც ძალიან შემაშფოთებელია. იმიტომ, რომ ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე. ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი და კონცენტრირებული უნდა იყოს ფეხბურთზე და თამაშზე. როდესაც ასეთ დროს მცდელობაა, რომ მასზე პოლიტიკური წნეხი განხორციელდეს, მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც [წინა ხელისუფლების დროს] ჩვენს ნაკრებში ძალიან ღირსეული და წარმატებული ფეხბურთელები თამაშობდნენ ფეხბურთი წარმატებას ვერ აღწევდა, რადგან მიდგომები განსხვავებული იყო“,
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.