ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა – ხაბეიშვილი

ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

“ფაქტობრივად სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შეშლილი პუტინისტები არიან, ესენი არიან პუტინის თუთიყუშები. ერთი ერთში იმეორებენ იმას, რასაც პუტინი საუბრობდა. არაფერი სხვაობა მათ ლექსიკაში, მათ საუბარში არაა. ანრისა და პუტინის ლაპარაკს შორის განსხვავება არაა, კობახიძესა და პუტინს, ლავროვს, სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანს შორის განსხვავება არაა. კი არ გამოვედით, ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს. მათ შორის, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკომიტეტო სხდომიდან  სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს მანდატურებმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ძალების გამოყენებით გამოიყვანა.