ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს, 2020 წლის 14 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
,,აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.392 პროცენტით განისაზღვრა”,- წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.