ფინეთი უკრაინას დამატებით €200 მილიონის ოდენობის შეიარაღებას გადასცემს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
ასევე, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფინეთმა და უკრაინამ ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
“არსებობს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეროვნული თანხმობა უკრაინის დახმარების საკითხზე” – ამბობს ჰაკანენი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას ჰაკანენმა ხელი მოაწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მემორანდუმს.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა უკრაინისთვის €2.5 მილიარდის ოდენობის თავდაცვის სფეროს დახმარება გამოუყო.
გუშინ, 12 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთის გავლით უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე გაგრძელებულია.