ფიქტიურად დაასაქმეს 111 ორსული ქალი, მიითვისეს 111 000 ლარის ფულადი დახმარება – საგამოძიებო

საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ ახალ ეროვნულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი რაოდენობის თანხის დაუფლების მიზნით ბრალი წარედგინა ექვს პირს. აქედან 4 მეწარმე სუბიექტია, 2 – კომპანიის ბუღალტერი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.