არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ უბრძოლველად დაეპატრონოს სრულად, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოებს, გაყალბებაც კი არ დაჭირდეს. [არჩევნებზე არ გასვლა] იქნება ხელის შეწყობა.  […] ჩვენ გვჭირდება, ფოკუსი გვქონდეს იმაზე, რომ დავასუსტოთ რეჟიმი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. გავაგრძელოთ პროტესტი. მთავარი მოთხოვნები არის ეროვნული არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ეს მოთხოვნები არ მოიხსნება, მანამ სანამ ისინი არ დაკმაყოფილდება. ეს არის მთავარი მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამავდროულად უბრძოლველად არ უნდა დაუთმოთ არცერთი ადგილი.

[…]იგივე ცესკო იყო 26 ოქტომბერს. ეს იგივეა, გეთქვა ჩვენი წინაპრებისთვის, რომ რას ფიქრობდნენ, როცა 20 ათასი კაცი წინააღმდეგობას უწევდა 150 ათას მომხდურს. […] ეს ბრძოლა არის აუცილებელი, რომ მტერი დაასუსტო. საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციით შეგვიძლია სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებზე გასვლაზე უარი უნდა თქვა, სანამ არ გექნება ივანიშვილისგან ის პირობები შექმნილი, წარმოიდგინეთ, მისგან ველოდოთ ამ პირობების შექმნას, როცა იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, ცესკო, პროკურატურა.

ამბობს ლელო – ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფორმულას ეთერში.