ფონიჭალაში ავტომობილი 7 ადამიანს დაეჯახა. არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა.

ადგილობრივის თქმით, ქორწილი სრულდებოდა და სტუმრები იშლებოდნენ, რა დროსაც თეთრი ავტომობილი გამოჩნდა. თავდაპირველად ის ბოძს შეეჯახა, შემდეგ ქუჩაში ერთი ოჯახის 7 წევრს დაეჯახა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა 25 წლის ქალი და მისი 4 წლის შვილი, მათი ოჯახის ხუთი წევრი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც, რომელიც 4 დაშავებულთან ერთად სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შვიდივე პირი ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტომობილში ჩასხდომის დროს კი მათ სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში. 4 დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს...

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ერთ-ერთი შენობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს,...

თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩვენი SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თურქულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, F-16-მა მათი ავიაგამანადგურებელი, SU-25...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით მე-4 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 36

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეოთხე, 36-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში დღეს, 29 სექტემბერი კორონავირუსის 314...

საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მესამე, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ქვეყანაში დღეს...

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა სომხეთში გადასატანად საბურავებს აგროვებს

ტვ პირველის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ადგილობრივი მოსახლეობა საბურავებს აგროვებს. ორ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად...

გიორგი მარგველაშვილთან კონსტულაციები გვაქვს, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა – ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ყოველდღიურ კონსულტაციებს...

კარგი გამოსაძიებელია, ქვები საერთოდ დაუშინა თუ არა ვიღაცამ – მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების ლიდერის და დეპუტატის, მამუკა მდინარაძეს თქმით, გამოსაძიებელია ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს,...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო