შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალას დასახლებაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებულებისგან “ჰეროინი” საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს ფარულად გადაიღეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები “ჰეროინი” და “მეტადონი”. ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების საქმეზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.