ფრაზა „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ვერცერთ რუს დამნაშავეს ვერ გადაარჩენს – რეზნიკოვი

ფრაზა „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ვერცერთ რუს დამნაშავეს ვერ გადაარჩენს – ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.  რეზნიკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ქალაქ გოსტომელში, კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს.

„გმირი ქალაქი გოსტომელი. მრავალსაუკუნოვანი, დიდებული ისტორიით. მას ჰქონდა საკუთარი ნება და არჩევანის უფლება, ის, რაც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს და ის, რასაც რუსები ვერასოდეს გაიგებენ. დღეს, ქალაქის თავზე კიდევ ერთხელ ფრიალებს ჩვენი სახელმწიფო დროშა. ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერი კიევის რეგიონიდან განდევნეს. ის ტკივილი, რომელსაც აქ ჩვენი ხალხი განიცდის, წარმოუდგენელია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი საერთო ეროვნული ოცნება ახდება. ყველაფერს აღვადგენთ და ავაშენებთ და ყველა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ჩართული, მათ შორის კრემლის მთავარი მოქმედი პირები, პასუხს აგებენ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო სასამართლოს წინაშეც. რუსი ნაცისტები პასუხისმგებელი იქნებიან ყველა უკრაინელის სიცოცხლეზე, რომელიც მათ წაართვეს. წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ წარმატებული ნიურნბერგით დასრულდება და ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს“, – წერს რეზნიკოვი.