„უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება არის პუტინის გადაწყვეტილება, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენას სჭირდება ორმხრივი თანხმობა. მხოლოდ რუსეთი ცალმხრივად პირდაპირ ფრენებს საქართველოში ვერ დანიშნავს, თუ თანხმობა არ ექნება. ეს საკითხი მხოლოდ ფრენებამდე და ვიზებამდე არ დადის. დღევანდელ კონტექსტში რუსეთი აღიარებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ, გენოციდის ჩამდენად, პუტინის წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰააგაში გამოძიება, რუსეთი სანქცირებული სახელმწიფოა, აღარაფერს ვამბობ იმაზე და როგორც ჩანს, ეს ვერ გაითავისა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და თბილისიდან 20 წუთის სავალზე დგას ტანკით. ამ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენის აღდგენას ახლა ასაღებენ როგორც ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას, კაციჭამია თუ შეიძლება იყოს ჰუმანიტარი? აი, პუტინი არის ჰუმანიტარი კაციჭამია – ამას ამბობს „ქართული ოცნება“,
ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.