ფსიქიატრიულ კლინიკაში ქალი უკანონოდ მოათავსეს – კლინიკას 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა

“ფსიქიატრიულში ქალი უკანონოდ მოათავსეს, კლინიკას 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა”  –  ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR)  ავრცელებს. ორგანიზაცია, რომელიც სასამართლოში, ქალის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ ქალბატონის მოთავსება, ფსიქიატრიულ კლინიკაში, ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე მოხდა, მისი კლინიკაში მოთავსებისას არ მომხდარა ობიექტური გამოკვლევა და არც ის ფაქტორი იქნა გათვალისწინებული რომ, კლინიკაში მოთავსებას წინ უძღოდა ოჯახში, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი.

“დღეს PHR-მა სასამართლოში მორიგი საქმე მოიგო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალის უკანონო განთავსების გამო  და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით კლინიკას 5000 ლარი დააკისრა.

ი.მ.-ს გადმოცემით 2019 წლის 31 აგვისტო მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. დილით საყიდლებზე წავიდა, მას შემდეგ რაც ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა, მის საცხოვრებელი სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ყოველგვარი კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე, პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო.  სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი მის დასაცავად. საბოლოოდ კლინიკაში მისვლის შემდეგ ისე მოხდა რომ ი.მ ფსიქიატრიული კლინიკიდან აღარ გამოუშვეს.

აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხირდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება – იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სწორედ სწორედ ოჯახის წევრის მიერ განხორციელებული ზარის საფუძველზე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსარჩელის გადაყვანა კლინიკაში.

აღნიშნული ფაქტების გაუთვალისწინებლობა და  ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დაუსაბუთებელი დასკვნა გახდა სასამართლოს მხრიდან უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი – მოსარჩელის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის ბრძანება ი.მ-ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების შესახებ და  შპს “N5 კლინიკური საავადმყოფოს” დაევალა ი.მ-ს დაუყონებლივ გაწერა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა ფსიქიატრიულ დაწესებულებას უკანონოდ არანებაყოფლობითი ფსიქიატიული მკურნალობის გამო.”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ხელს ვაწერ სამი რამის გამო – ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს....

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე მხარე ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა,  „მთავარი არხის“ მეწილიე შეიწყალოს თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ორივე...

ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს – არჩილ თალაკვაძე

"ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს"-  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ...

“ მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!“–მელიას წერილი ციხიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე

შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ვერსიას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს,...

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – კელი დეგნანი

კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ - განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ...

ხელისუფლების პასუხი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე

მმართველი პარტია, მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებული ახალი...

“ოცნების” დეპუტატებს ყავაზე დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, მათ ბავშვებსაც გავიცნობთ – მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმისათვის,რომ მმართველი პარტიის წევრებთან "ადამიანური" ურთიერთობა...

პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება – მეგრელიშვილი

„საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება“- ამის შესახებ, პარტია "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი...

სხვა სიახლეები

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

ნაომი ქემბელის კენიური თავშესაფარი: ნახეთ როგორ გამოიყურება სუპერმოდელის აფრიკული ვილა

ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის. 35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა...

ვიდეო