ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა – შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოში მოხდა.
მამაკაცი ცოლზე ძალადობის მუხლით ნასამართლევი იყო და მან საპატიმრო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, ამნისტიით დატოვა. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 11 პრიმა 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა.