“ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასე ერთად ჩამოვიდნენ აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები, იმიტომ რომ უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ – ქართველ ხალხს აქვს ძლიერი სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარი დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები უცხოეთის აგენტების კანონის სახით და მე კიდევ ველოდები მსგავს პროვოკაციებს. ასევე ვხედავთ, რომ პროდასავლურ ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ქართველი ხალხის ამ სურვილის ასასრულებლად. რა გამოვა აქედან, როგორ დასრულდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველაფერი განვიხილეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი ინტერესია -ვნახოთ ოპოზიცია როგორც რეალური ალტერნატივა”.
განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ.