ქართული ოცნება გირჩის პირობას აკმაყოფილებს 3%–მდე ბარიერის შესახებ–მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა,  რომ “ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიარეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები. მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი უბარიერო სისტემასაც განიხილავს, რაც პარლამენტში შესასვლელად “გირჩის“ მთავარი პირობა იყო:

„საპარლამენტო უმრვლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. “ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები, გავმართეთ დისკუსია, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და მუშაობას გააგრძელებენ. ხვდებით,რომ საუბარია „გირჩზე“ . ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, რაც იყო როგორც საჯაროდ ასევე პირად საუბრებში.

შეგახსნებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობს შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ ამ პოზიციას და პირობას, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს მათი პოზიციაც იცოდეს ამ საკითხზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს” – რუსთავის ციხესთან მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს"- ამ ლოზუნგით რუსთავის ციხესთან, აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები,...

ივანიშვილს წინ დაუდეს სანქციების მუქარა, მოუწევს მელიას გათავისუფლება – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით დაემუქრნენ, ამიტომ ნიკა მელია...

პარლამენტი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მოსმენას გამართავს. ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე...

161-ე საჯარო სკოლის 8 პედაგოგს COVID-19 დაუდგინდა – დგებუაძე

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე საჯარო სკოლაში წინასწარი ტესტირების ჩატარების შედეგად,...

თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის...

როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 5-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს...

კომპანიამ, რომლის 33%-ს ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, 528 150 ლარის სუბსიდია მიიღო – TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო...

რა გახდა ჯარისკაცის თვითმკვლელობის მიზეზი – გარდაცვლილის მამის კომენტარი

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მორიგეობისას სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. მისი მამის თქმით, თვითმკვლელობა სამსახურეობრივ და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო