ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”, დიმიტრი მხეიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბიუროს ხელმძღვანელის, ვარლამ გობეჯიშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან საავადმყოფოში ადგილის დაკავება არ სურს.
მისი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ 1194 ადამიანი დაინფიცირდა.