წალკის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” სახელმწიფოს მიწების წართმევაში ადანაშაულებს.
არმენ მიკირტიჩიანი ამბობს, რომ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს ბევრჯერ მიმართა, თუმცა რეაგირებას მთავრობა არ ახდენს.
“2 წლის წინ სახელმწიფომ 2100 მეტრა ჩაჭრა და დაახლოებით 700 მეტრა დამიტოვა მიწის ნაკვეთი. წელიწად-ნახევარია მაქვს დავა, მე და ჩემი ადვოკატი ვუწერთ [განცხადებებს] ეკონომიკის სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოს ამის თაობაზე. რეესტრი უწერს, შეიტანეთ კორექტირება, არანაირი რეაქცია. თითქმის ყველა რესურსი ამოგვეწურა, საბოლოო ჯამში დავზარალდით”,– ამბობს ოცნების მოქმედი დეპუტატი არმენ მკრტიჩიანი მთავარ არხთან საუბრისას.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ სოფელში ადგილობრივებთან ერთად აქცია გამართოს.