ქართულმა ოცნებამ ბიუროს სხდომა გადადო, ვეღარ ატარებენ – ოპოზიციონერი დეპუტატები

ოპოზიციონერი დეპუტატები ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი და  ანი წითლიძე წერენ, რომ ბიუროს სხდომა გადაიდო.

“ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა”, – დაწერა სამადაშვილმა.

” ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი!
ბიუროს სხდომა – სადაც ეს რუსული კანონი უნდა როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ – გადაიდო! ხვალისთვის!
ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად – რაც მთავარია”- წერს ხათუნა სამნიძე.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ”იმიტომ გადაიდო, რომ დღეს არ გავიგოთ როდის გავა კანონი პლენარულზე”.