ქართული ოცნება “მთავარ არხს” უჩივის. მიზეზი ისაა, რომ წინასაარჩევნოდ ტელევიზიამ მმართველი პარტიის უფასო საარჩევნო რეკლამის გაშვებაზე უარი თქვა.
ოცნება მარეგულირებელ კომისიას შესაბამისი რეაგირებისკენ მიმართავს.
“ტელეკომპანია მთავარმა მეორე ტურთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე საჯაროდ განაცხადა უარი.
წერილობითი მტკიცებულებების მისაღებად ოფიციალურად მივმართეთ მაუწყებელს უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების თხოვნით და წარვუდგინეთ შესაბამისი ვიდეორგოლები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ წინასაარჩევნო რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ტელეკომპანია მთავარმა საჯაროდ განცხადებული უარი კიდევ ერთხელ დაადასტურა ელექტრონული შეტყობინებით. შესაბამისად, ტელეკომპანია მთავარმა დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. გთხოვთ, შეისწავლოთ საკითხი და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია ოცნების მიერ მარეგულირებლისთვის გაგზავნილ საჩივარში.
სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 31 დეკემბრს, დღის 12 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი ავრცელებს