ქართულ ოცნებას მართლაც აქვს “სავსე ხელები” – ალუდა ღუდუშაური

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ მმართველ პარტიას მართლაც “სავსე ხელები აქვს” და ბრიუსელში წელში გამართული ჩადის.

“საქართველოს ხელისუფლებას აქვს უამრავი ხელშესახები პროგრესი დემოკრატიულობის, კანონიერების, სამართლიანობის, ქვეყნის უკეთესი მართვის მთელი ამ ხნის განმავლობაში, აქედან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ მართლაც აქვს „სავსე ხელები“ და ბუნებრივია, მართლაც დამაჯერებელია ჩვენი პროგრესი და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ ნამდვილად წელში გამართულები წარვდგებით ევროპაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავნრა. პრემიერ–მინისტრი პირველად ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება.