შაბათი, 12 ივლისი , 2025, 12:13

“ქართულ ოცნებაში” პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება. მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს.

პოლიტიკური საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, 13:00 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.