“საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა.
ასე უპასუხა პრემიერმა შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხებოდა.
„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.