ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს – ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

“ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს “- ასე ეხმაურება,  საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს.ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია წერს, რომ ეპისკოპატის სახელით ბოდიშს უხდის ქართველო მუსლიმებს.

სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა თქვეს, რომ ადგილობრი ქრისტიანები მათი სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. გუშინ, 12 იანვარს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს, მძიმე ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენეს.

“ქვეყანას, სადაც ახალგაზრებს ლოცვისათვის

თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს!

ადამიანისმოძულეობისა და ირაციონალური შიშის ურჩხულმა კიდევ ერთხელ წამოყო თავი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში.

ჩვენს ხელისუფლებას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული.
ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვევიებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით.

ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქათველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქრთველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.

ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა. ” – აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ საქართველოდანაც მიდის – ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, მმართელი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც...

კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ – ჩარკვიანი ელისაშვილსა და...

"კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ"- ასე მიმართა  თაკო ჩარკვიანმა ლევან...

მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი “შემოქმედი” ჩაუდგა სათავეში – სერგო ჩიხლაძე

" მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი "შემოქმედი" ჩაუდგა სათავეში "-ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ფორმულანიუსის ეთერში...

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს...

“უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – გუბაზ სანიკიძე

"უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი" - ამის შესახებ, ოპოზიციის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა....

ჩემო მეგობარო, ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს – რურუა ელისაშვილს მიმართავს

"ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ივანიშვილს "- ასე პასუხობს მთავარი არხის დამფუძნებელი,...

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“- ნინო გიორგობიანი მედიას მადლობას უხდის

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“-  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ნინო გიორგობიანი მედია საშუალებებს თანამშრომლობისთვის მადლობას...

“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ” – ხათუნა ბოკუჩავა

"ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ"  – ეს განცხადება...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო