სამშაბათი, 26 ნოემბერი , 2024, 23:52

ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება? – მდინარაძე

”ქვეყანაში რაც ხდება, იმაზე ზოგადად პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება? მე გუშინაც ვსაუბრობდი, თუ სადმე რეალური ინფორმაცია გამოერია და რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ეს ასეა, თავადვე ამოიცნეს საკუთარი თავი, იქ ვის მიერ იყო ჩაწერილი, დამონტაჟებული, გავრცელებული, ამაში კონკრეტული ინტერესი იკვეთება. თუ ეს კონკრეტული ინტერესი არის საზოგადოების ინტერესი, გაიგოს ვისი ავტორობით არის შესრულებული ეს ყველაფერი, ამას გამოძიება დაადგენს. ”

ასე პასუხობს, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას: ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებულ უკანონო მოსმენაზე.