ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ტყის და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება. უწყების ცნობით, არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა აქტიური კერების მონიტირინგს. ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე მიმდინარებს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლიში. კასპი, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ – ბექა ფერაძე

"ბაკურიანში მხოლოდ სასტუმროები შევამოწმეთ" - შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაკურიანში...

რა პირობებით გაიხსნება დიდ ქალაქებში მოლები და ბაზრები – ბექა ფერაძის განმარტება

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულების პირველი ტესტირება სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ეს იქნება ობიექტების გახსნის...

სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძე ლაპარაკზეც კი უარს ამბობს, შევჭამთ, თუ რას ვუზამთ?!-იოსელიანი

სამწუხაროა, თუ გიორგი ვაშაძე ლაპარაკზეც კი უარს ამბობს , მე, ალეკო და „გირჩის“ სამი...

2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება -ამირან გამყრელიძე

''2 დღეში სხვასასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა შემუშავდება"-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის...

პირველი თებერვლიდან კლინიკების ნაწილი მულტიპროფილურ სერვისებს დაუბრუნდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 3000-მდე საწოლია თავისუფალი.მინისტრის...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად,...

ვაშაძე „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს აცხადებს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. „ეს შეხვედრა, რომელიც რატომღაც დაანონსდა,...

საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა – ტიკარაძე

საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო