“დაქირავებული ქილერია თუ ეკლესია, ჟურნალისტი მოკლა და ახლა გასამრჯელოს ითხოვს. მართლა სვავივით არის ეს საპატრიარქო, როცა რამე გაჭირვებაა, მაგალითად ეს პანდემია, მაშინვე ცდილობს ხალხს რაიმე წაჰგლიჯოს, ტყეები, მიწები, ახლა ეროვნული საგანძური. ცხადია კულუარულად უკვე არის შეთანხმება ღარიბაშვილთან”
ასე ეხმიანება თეოლოგი ბასილ კობახიძე პატრიარქის თხოვნას, ეკლესიას გადაეცეს ანჩისხატი. მან ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა.