საწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხიმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს.