“მრავალი წელია დაუღალავად მსახურობთ ქრისტიანული ძველი და ბრძნული იდეების გამტკიცების ველზე, თქვენს სახელს უკავშირდება საქართველოში მართლმადიდებლობის ფართომასშტაბური აღორძინება და შენარჩუნება. ჩვენს რთულ დროებაში, როცა დამახინჯება ემუქრება მრავალ ღირებულებას, რომელიც ქრისტეს მცნებებს ეფუძნება, თქვენ ამაყად ატარებთ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას მრევლის გულში, რომელთაგანაც ათიათასობით თქვენი ნათლულია. თქვენი მაგალითით შთააგონებთ ყველა მორწმუნესა და ურწმუნოს მოწყალების გამოჩენას, კეთილი საქმის კეთებასა და მოყვასის სიყვარულს. დიდ პატივს ვცემ თქვენს მაღალ მსახურებას. მთელი გულით გისურვებთ დიდ სულიერ და ხორციელ ძალას ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ თქვენი მღვდელმთავრული მისიის შესრულებაში”.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს პატრიარქს ილია II-ს 90 წლის იუბილეს ულოცავს.