ქუთაისის მერიამ 1 თვეში რესტორნებსა და ფურშეტებზე 16 000 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის წევრი და ქუთაისის საკრრბულოს დეპუტატი, გიგა შუშანია ავრცელებს.
“ქუთაისის მერია არ ჩამორჩა პრემიერმინისტრს და მარტო 35 დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც კოვიდვითარება ყველაზე მეტად დამძიმდა საქართველოში, 16 130 ლარის კონტრაქტი გააფორმა სარესტორნო მომსახურებაზე და სწორედ ამდენი დახარჯა რესტორნებში, ფურშეტებზე, სხვადასხვა სუფრებში. მაგალითად 2 აგვისტოს 40-კაციან ფურშეტზე 2 ათასი ლარი დახარჯა. მოილხინეს, იქეიფეს – ეს არის უმსგავსობა”, – განაცხადა შუშანიამ.