ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ ოსეფაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას ვირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში იმყოფება.

ცესკოს ცნობით, თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.