ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიხურება

ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიხურება, – ამის შესახებ “პირველ არხს” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაიკეტება ყველა სასაფლაო – 13 ქუთაისში და სამი ზესტაფონში.

“ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა – 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში – სამი. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები”, – განაცხადა შალამბერიძემ.