ქუთაისში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი, სავარაუდოდ, მოკლულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ბინიდან ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ახალგზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ქალს ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.