ქუთაისში წინასწარ შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი განადგურდება – ცესკო

“ქუთაისში წინასწარ შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი განადგურდება “- აღნშნულ ინფორმაციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ავრცელებს, რითიც ის,  ქუთაისში წინასაწარ შევსებული ოქმის ინციდენტს ეხმიანება და მომხდარს გადაცდომას უწოდებს.

“ქუთისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს.

ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაშიც. ჩვენ გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი”.- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმი წინასწარ შეავსეს და ხელი მოაწერეს.

მათი შეფასებით, წინასწარ ოქმის შედგენა მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა, აღნიშნული პროცედურა უნდა მოხდეს ხმების დათვლის შემდგომ, რაც დეტალურადაა აღწერილი საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილში.