ქუთაისში 21 წლის ორსული გარდაიცვალა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს

ქუთაისში  კლინიკა “ბომონდში “21 წლის ორსული გარდაიცვალა.  სოფო კვარაცხელია 20 ივნისს მძიმე ტკივილებით საავადმყოფოში სახლიდან გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით “კლინიკა ბომონდი” განცხადებას ავრცელებს.

“პირველ რიგში, გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს.

ასევე, გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “კლინიკა ბომონდში” შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. “კლინიკა ბომონდი” თანამშრომლობს გამოძიებასთან. კლინიკა მოუწოდებს საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენას,”- ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

ოჯახს ამ დროისთვის მომხდარზე საუბარი არ სურს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 22:09 საათზე, ონთან მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე...

იუსტიციის სახლებში სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი საჭირო აღარ იქნება

იუსტიციის სახლებში სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი საჭირო აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას იუსტიციის სახლი...

გეგმების აღკვეთა იოლია პენიტენციურში, ვიდრე კერძო კლინიკაში – სარჯველაძე სააკაშვილზე

''გეგმების აღკვეთა იოლია პენიტენციურში, ვიდრე კერძო კლინიკაში'' - ამბობს ოცნების დეპუტატი  მიხეილ სარჯველაძე პალიტრანიუსის...

ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა...

რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს – გვარამია

''რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს ''- ასე ეხმაურება, "მთავარი არხის" გენერალური...

“ახლა სვეტიცხოველთან და ჯვართან ვარ, შევდივარ თბილისში” – სააკაშვილის ვიდეო მცხეთიდან

"ახლა სვეტიცხოველთან და ჯვართან ვარ, შევდივარ თბილისში" - სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ...

მაიკლ ჯორდანის ბოტასები აუქციონზე 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის, მაიკლ ჯორდანის ბოტასები აუქციონზე 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჯორდანი Nike Air Ships...

“კატასტროფა ახლოვდება“–გაეროს ინფორმაციით ავღანეთს ამ ზამთარს ტოტალური შიმშილი ემუქრება

თუ სასწრაფო ზომები არ იქნა მიღებული, ამ ზამთარს მილიონობით ავღანელს შიმშილობა მოუწევს – გვაფრთხილებს...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...