უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 28 მარტის ღამით რუსების მიერ გაშვებული 15 “შაჰიდის” დრონიდან 14 გაანადგურეს.
“ღამით მტერმა ავიაიერიშების განსახორციელებლად გამოიყენა შაჰედ-136 ტიპის 15 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 14 გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა”, – აცხადებს გენშტაბი.