ღამით ​რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

ირანული დრონის Shahed -136-ის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად იპოვეს.

გასულ ღამეს  ​რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ  – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის საჰაერო ძალები.

“22 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან 8 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი ჩამოაგდო”, – ნათქვამია განცხადებაში.