“პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს.

რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში?”,

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბრატისლავაში ღარიბაშვილის განცხადებებმა მცდარი, ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.