ღარიბაშვილის საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა – პაატა მანჯგალაძე

ღარიბაშვილის საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემგანაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნას და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის დანიშვნას.

„უკრაინაში ომის ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი იცვლება და ხალხმა უნდა იცოდეს მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ამოცანები ჰქონდა დასახული ხელისუფლებას, რა ვერ შეასრულა დავით ზალკალიანმა და რას გააკეთებს განსხვავებულად ახალი მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.