ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმპორტიორები აგვისტოს ბოლომდე საწვავს 20–30 თეთრით გააიაფებენ

იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მან კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა,  იმპორტიორების კეთილსინდისიერება შეამოწმონ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ბოლომდე საწვავი, ჯამში 20-30 თეთრით გაიაფდება.

„ჩემი დავალებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა, ხომ არ არის რაიმე კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ ივლისშიც და აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრით ფასი, კიდევ უფრო მეტით აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია – რა მარჯებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაგალითად, ლარი იყოს სტაბილური. ბოლო პერიოდში ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოვუწოდებთ იმპორტიორებს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთან და მეტი კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. ამ საკითხს მე პირადად, ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდები და მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდი ჩვენს ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

New York Times:ამერიკული სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით...

“საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური...

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რის მერეც სიცოცხლის მოსპობა გველოდება – უცხოელი ადვოკატი

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას...

უკრაინელებმა ხერსონში დაბომბეს სასტუმრო, სადაც “ფეესბეს“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ

ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“  წარმომადგენლები  და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ...

დააკავეს თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და "მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით...

NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ...

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. ...

მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – მდინარაძე დეგნანს მიმართავს

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები,...

მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ....

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია....