“ღარიბაშვილი პაროდიულად ბაძავს სააკაშვილს, ღარიბაშვილი იქცა სააკაშვილის პაროდიად, მისი პაროდიაა. საერთოდ პაროდიაა ეს ადამიანი, ერთი მხრივ, იქით ბატონ ბიძინას იძახის და დითირამბებს უმღერის, რომ არ მოხსნას უფროსმა და მეორე მხრივ, სააკაშვილის სტილში ებრძვის სააკაშვილს. ამ ტრაგიკომედიის მომსწრეები ვართ, სამწუხაროდ.
ძალიან მარტივად აზროვნებს. ჰგონია, რომ მთავარია, სააკაშვილს შეუტიოს, მაშინ როცა კოვიდი მძვინვარებს. ლაპარაკობს ეკონომიკის დუღილზე, გონიოსში რაღაცის მშენებლობაზე. შე კაი ადამიანო, ხალხი გეღუპება, პრემიერმინიტრი ხარ, ერთი ცრემლი მაინც გადმოგდე, ითამაშე მაინც, თუ რეალურად გული არ შეგტკივა. თამაშიც არ შეუძლია, ამ რაღაც ტექსტებშია გაბლანდული. როგორ შეიძლება ამას კაცმა ხმა მისცეს, არ გრცხვენიათ, თბილისელებო, ამას ხმა როგორ უნდა მისცეთ? პიროვნება კი არ არის, პაროდიაა”
თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TV პირველთან საუბრისას.