ღარიბაშვილი იყო ივანიშვილის პირველი და უკანასკნელი პრემიერმინისტრი – უგულავა

”ღარიბაშვილი იყო ივანიშვილის პირველი და იქნება მისი უკანასკნელი პრემიერმინისტრი”- განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ ფორმულას გადაცემაში “კომენტარი”.

“დიდად შეიძლება არ ბრწყინავდნენ ივანიშვილის მიერ დასმული პრემიერმინისტრები, მაგრამ ღარიბაშვილი მაინც გამორჩეულია თავისი მონათა კოჰორტაში, გამორჩეულია თავისი უტიფრობით, თავის გაუნათლებლობით, გამორჩეულია თავისი მლიქვნელობით. რა თქმა უნდა მისი დანიშვნა ასოცირდება ოპოზიციასთან და განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანების დევნასთან. მაგრამ ღარიბაშვილს ამ რაღაც ძლევამოსილი, პირსისხლიანის თვისებებს ნუ მივანიჭებთ, პირადად ჩემთვის ის არის ძალიან კომიკური ფიგურა.

მოგეხსენებათ კომიზმი და ტრაგიზმი არის ახლოს ერთმანეთთან. ტრაგიკომედიას ვუყურებთ, როდესაც ღარიბაშვილს დაბრუნებულს ვხედავთ. ტრაგიზმი მდგომარეობს პირველ რიგში ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ღარიბაშვილი იყო მისი პირველი და იქნება მისი უკანასკნელი პრემიერმინისტრი. ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობასთან ერთად ივანიშვილი დაასრულებს ამ ქვეყანაში ბატონობას”- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

თავისუფლება არ იყიდება, გავრილოვის ღამე გათენდება! – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიას წერილი წაკითხა, რომელმაც მან ციხიდან...

არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, გამოირიცხა მღელვარებაც – სანიკიძე

უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ სანქციების მოლოდინი არ აქვს. "არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს...

ნიკა მელიაც უდანაშაულოდ დააკავეს და მეც – ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციაზე მივიდა

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ის ნიკა მელიას მხარდაჭერას...

ოპოზიციის აქციის გამო თბილისის 15 ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო თბილისის...

ახლა ძალიან დაკავებული ვარ, ჩართვა მაქვს იაპონიასთან – ელისო ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა პროკურატურის შეთავაზება სამართლებრივად გამართული. მისი თქმით,...

მელია თვითონვე ჰყავთ ძალით ჩასმული ციხეში – ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია ციხეში...

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასსა და ნიკა მელიას...

თუ მელიას მიზანი ციხეში მემუარების წერა და განათლების გაღრმავებაა, ვერ შევზღუდავთ – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალიდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო