ღარიბაშვილი: ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს

პრემიერი – ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები

როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა მთელი მსოფლიო სამწუხაროდ, ვერ აჩერებს ომს და ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ომში, ეს არის მტრობა და ღალატი ქვეყნის და ხალხის, რისთვისაც ყველა აგებს პასუხს.

„მეორე მცდელობა იმისა, რომ საქართველო რამენაირად ჩართულიყო ამ დამანგრეველ ომში, უკრაინის ომში და გამოვიდა ბრძენი რომანი და ესეიგი მისი პროგნოზები არ გამართლდა. ხედავთ, რომ ომის შეჩერება დღეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ, საუბედუროდ. ყოველ დღე ათასობით ადამიანი იღუპება, ინგრევა ქალაქები და 20% უკრაინის უკვე არის ოკუპირებული, დაპყრობილი აქვს რუსეთს. როცა მთელი მსოფლიო ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერ აჩერებს, ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ამ ომში, ეს რა თქმა უნდა არის მტრობა და არის ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ამიტომ ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არ იქნება არც მეორე, არც მესამე ფრონტი. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება და ამ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენ დავიცავთ ყველა საშუალებით. ეს არს ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია და ნურავის ექნება რაიმე ილუზია, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებიან. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ჩვენ ახლა გვჭირდება მობილიზება, მთავრობასა და პარლამენტს ერთად, რომ როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ, ვინაიდან ვუყურებთ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და პოლარიზება მუდმივად. აქვე მინდა აღვნიშნო გულისტკივილით, რომ სწორედ რომ გაეთვალისწინებინათ ევროპელებს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემა დათქმებით არა თუ დაასრულებდა პოლარიზებას, არამედ პირიქით უფრო გააღრმავებდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები, ჩვენი ერი არის ბრძენი ხალხი, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, მშვიდობა გვჭირდება, სტაბილურობა, განვითარება გვჭირდება და ჩვენი საერთო მიზნის, საერთო ოცნების ახდენა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და არა დავხლიჩოთ და მათ მსგავსად ტერიტორიები გადავცეთ ოკუპანტებს,“- განაცხადა პრემიერმა.

“ესენი არიან “ტროიკა” – დივანი და ორი სავარძელი” – გოცირიძე “ოცნებიდან” წასულებზე

''ესენი არიან "ტროიკა", პირდაპირ ეს სიტყვა შეეფერება, სამეული, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დივანი და...

ასე უბრალოდ “მინდვრებში” ჩვენთან არავინ ისვრის – პუნიტი კრემენჩუგზე

"ასე უბრალოდ "მინდვრებში" ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული...

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით,...

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...