შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი.
პრესამსსახურის ინფორმაციით, გამოძიება 3 მუხლით არის დაწყებული, თავდამსხმელი კი ადგილიდან უკვე გადაიყვანეს.
ბანკზე თავდამსხმელს მძევლად აყვანილი ჰყავდა 12 ადამიანი. ის 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს ბანკის ფილიალში იყო შეჭრილი.